COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 009 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 009 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 45 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5177 პირი.

გუშინ საქართველოში 46 107 ტესტი ჩატარდა.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 8,69%, ბოლო 14 დღის – 8,97%, ბოლო 7 დღის – 8,89%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 707 290 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 647 878 გამოჯანმრთელდა, 9 918 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 965 714 აცრა, დღიურად აცრილია 3 951.

| Print |