COVID19
საქართველოში კორონავირუსის 2 141 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 141 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 44 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5 081 პირი.

გუშინ საქართველოში 19 886 ტესტი ჩატარდა.

კვირა დღეს ტესტირების მაჩვენებელი, როგორც წესი, შემცირებულია და, შესაბამისად, წინა დღეებთან შედარებით ნაკლებია ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, რომელიც ორშაბათობით ქვეყნდება.

| Print |