COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 024 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი

 

ატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 6 024 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისში 2 237, აჭარა - 229, იმერეთი - 1 148, ქვემო ქართლი - 417, შიდა ქართლი - 508, გურია - 183, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 401, კახეთი - 553, მცხეთა-მთიანეთი - 124, სამცხე-ჯავახეთი - 163, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 61.

შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 732 965-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 818 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 673 640.

კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 185 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე 6 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 588 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 337 პირი. 

1 091 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 41 477 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, სულ სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პირი. თვითიზოლაციაში იმყოფება 36 770 ადამიანი.
| Print |