COVID19
კორონავირუსით ასპინძაში მამაკაცი გარდაიცვალა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 124-მდე გაიზარდა. ვირუსს ასპინძის მუნიციპალიტეტში, 81 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადასტურებენ სამხარეო ადმინისტრაციაში. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონში ვირუსის 163 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 21 ადიგენში, 16 ასპინძაში, 53 ახალციხეში, 22 ახალქალაქში, 48 ბორჯომსა და 3 ნინოწმინდაში.

| Print |