COVID19
0-დან 18 წლის ასაკის პირებში კორონავირუსით ინფიცირების 90 680 შემთხვევა დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, 0-დან 18 წლის ჩათვლით ასაკში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენდა 90 680 ბავშვს, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 14,8%-ს შეადგენს.

ანგარიშის თანახმად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა ჩაუტარდა 7 708 ბავშვს (ინფიცირებული ბავშვების 8,5%), მათ შორის ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა 8 შემთხვევაში. ჰოსპიტალური ლეტალობა 0,1%-ს შეადგენდა.

18 წლამდე ასაკში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში და 2021 წლის ივლისი-სექტემბრის თვეებში.

2021 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, ინფიცირებულთა შორის 0-დან 15 წლამდე ბავშვები 10%-ს, ხოლო მოზარდები და ახალგაზრდები (15-24) 12%-ს შეადგენს.

| Print |