COVID19
საქართველოში კორონავირუსის 2 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 4 348. გარდაიცვალა 74 პაციენტი.

ჩატარდა 21 477 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 204, „პისიარ“ ტესტით – 8 273.


კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,2%, ბოლო 14 დღის – 9,64%, ბოლო შვიდი დღის – 10,41%.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 755 046 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 693 129 გამოჯანმრთელდა, 10 509 კი, გარდაიცვალა.


სულ ჩატარებულია 2 005 229 აცრა, დღიურად აცრილია – 1 204.


კარანტინის რეჟიმშია 46, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 916 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 302 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა - 89, იმერეთი - 362, ქვემო ქართლი - 146, შიდა ქართლი - 81, გურია - 58, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 140, კახეთი - 162, მცხეთა-მთიანეთი - 64, სამცხე-ჯავახეთი - 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.
| Print |