COVID19
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 021 ადამიანი დაინფიცირდა
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 6 021 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 75 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 3 792 პირი.

გამოვლენილი ინფიცირების 6 021 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 253 შემთხვევა, აჭარა – 203, იმერეთი – 1 160, ქვემო ქართლი – 357, შიდა ქართლი – 511, გურია – 133, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 442, კახეთი – 539, მცხეთა-მთიანეთი – 197, სამცხე-ჯავახეთი – 137, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 89.

გუშინ საქართველოში 52 033 ტესტი ჩატარდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 761 067 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 696 921 გამოჯანმრთელდა, 10 584 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 010 783 აცრა, დღიურად აცრილია 5 254.

კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 808 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 300 პირი.
| Print |