COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 751 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 751 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 78 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 3647 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.08%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.95% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.41%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 751 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 2 012 შემთხვევა, აჭარა - 210, იმერეთი - 1 049, ქვემო ქართლი - 474, შიდა ქართლი - 550, გურია - 124, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 377, კახეთი - 548, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 210, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 57.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 55 562 საიდანაც:

6 806 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 693 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი.

1 276 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

47 480 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 49 841 ადამიანი.

გუშინ საქართველოში 57 046 ტესტი ჩატარდა.

| Print |