COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 563 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 563 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 77 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4 744 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 563 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 832 შემთხვევა, აჭარა - 133, იმერეთი - 711, ქვემო ქართლი - 362, შიდა ქართლი - 423, გურია - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 311, კახეთი - 448, მცხეთა-მთიანეთი - 118, სამცხე-ჯავახეთი - 104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.

მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 55 304 საიდანაც:

6 864 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 676 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი.

1 291 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 47 149 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 43 894 ადამიანი.

გუშინ საქართველოში 49 334 ტესტი ჩატარდა.
| Print |