COVID19
81 გარდაცვლილი და 3700 ინფიცირებული - 14 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 700 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 81 პაციენტი.

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 817 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 700 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 277 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 817 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 158 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 659 PCR ტესტით.ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 700 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 784 091-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.02% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.60%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 277 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 716 382.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 81 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 975 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 700 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 596 შემთხვევა, აჭარა - 135, იმერეთი - 598, ქვემო ქართლი - 240, შიდა ქართლი - 307, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 236, კახეთი - 327, მცხეთა-მთიანეთი - 57, სამცხე-ჯავახეთი - 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.
| Print |