COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 136 გახდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთ დღეში, რეგიონში სამი პაციენტი გარდაიცვალა. მათგან ერთი ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 58 წლის მამაკაცია, 48 წლის კაცი და 84 წლის ქალი კი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდნენ. 

რეგიონის კოვიდ კლინიკებში დღეისთვის 163 პაციენტი მკურნალობს. 

ერთ დღეში, რეგიონში 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 11 ადიგენში, სამი ასპინძაში, 15 ახალციხეში, ორი ახალქალაქში, ხუთი ბორჯომსა და სამი ნინოწმინდაში. სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 14 481 გახდა. 

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 121 პაციენტი. 

ერთ დღეში აიცრა 37 პირი, სულ რეგიონში ჩატარებული აცრების რაოდენობა 38 878 გახდა. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 1  211 პირი, აქედან ადიგენი - 354, ასპინძა - 119, ახალციხე - 174, ახალქალაქი - 305, ბორჯომი - 183, ნინოწმინდა - 76.
| Print |