COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
მუნიციპალიტეტების მიხედვით ინფიცირებულთა რაოდენობა ასე ნაწილდება: ადიგენი - 30, ასპინძა - 9, ახალციხე - 68, ახალქალაქი - 22, ბორჯომი - 25, ნინოწმინდა - 4.

რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 14 807 გახდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდ კლინიკებში 156 პაციენტი მკურნალობს.

ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 147 პირი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 14 487-ია.

რეგიონში ვირუსს სულ 136 პაციენტი ემსხვერპლა.

ერთ დღეში აიცრა 188 პირი, სულ რეგიონში ჩატარებულია 39 307 აცრა.
| Print |