საქართველოში კორონავირუსის 4 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით 4 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით კიდევ 63 ადამიანი გარდაიცვალა.
დღიურად ჩატარებული ტესტირების რაოდენობა 51 298-ს შეადგენს. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, კორონავირუსით 4 154 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 278 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 749 შემთხვევა, აჭარა - 155, იმერეთი - 715, ქვემო ქართლი - 273, შიდა ქართლი - 412, გურია - 109, სამეგრელო - ზემო სვანეთი -334, კახეთი - 267, მცხეთა-მთიანეთი - 110, სამცხე-ჯავახეთი - 114, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 723 საიდანაც:
6 490 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 630 პირ.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 381 პირი, 1 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
44 060 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 46 065 ადამიანი.