COVID19
76 გარდაცვლილი - 21 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 361 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 776 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 585 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 812 246-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.31% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.01%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 772 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 749 699.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 498 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 357 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 415 შემთხვევა, აჭარა - 106, იმერეთი - 621, ქვემო ქართლი - 173, შიდა ქართლი - 242, გურია - 95, სამეგრელო - ზემო სვანეთი -260, კახეთი - 253, მცხეთა-მთიანეთი - 85, სამცხე-ჯავახეთი - 83, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -24.
| Print |