COVID19
ახალციხეში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 15 379 გახდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირდა 47 ახალი შემთხვევა, აქედან ადიგენი - 6, ასპინძა - 1, ახალციხე - 28, ახალქალაქი - 3, ბორჯომი - 6 და ნინოწმინდა - 3. 

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდ კლინიკაში 169 პაციენტი მკურნალობს. ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 121 პირი.

ერთი პაციენტი - 68 წლის მამაკაცი გარდაიცვალა ახალციხის მუნიციპალიტეტში. რეგიონში ვირუსით სულ 137 პირია გარდაცვლილი. 

ერთ დღეში აიცრა 102 პირი, სულ რეგიონში ჩატარებული აცრის რაოდენობაა 39 956. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 1600 პირი, აქედან ადიგენი - 397, ასპინძა - 94, ახალციხე - 268, ახალქალაქი - 547, ბორჯომი - 80, ნინოწმინდა - 214. 
| Print |