COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 64 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4 098 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 201 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 383 შემთხვევა, აჭარა - 141, იმერეთი - 536, ქვემო ქართლი - 187, შიდა ქართლი - 244, გურია - 111, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 263, კახეთი - 155, მცხეთა-მთიანეთი - 60, სამცხე-ჯავახეთი - 93, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 923 საიდანაც: 6 611 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 691 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი, 1 084 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

39 228 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 982 ადამიანი.

გუშინ საქართველოში 26 588 ტესტი ჩატარდა.
| Print |