COVID19
ერთი გარდაცვლილი, 124 გამოჯანმრთელებული - რეგიონის კოვიდსტატისტიკა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსს ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 72 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთ დღეში 124 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს - 133-დან ადიგენში გამოვლინდა 31, ასპინძაში 16, ახალციხეში 43, ახალქალაქში 13, ბორჯომში 27, ნინოწმინდაში - 3.
| Print |