COVID19
საქართველოში კორონავირუსით 47 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1954 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 49 სამცხე-ჯავახეთში.

ერთ დღეში გარდაიცვალა კიდევ 47 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 4 477 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 954 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 015 შემთხვევა, აჭარა - 105, იმერეთი - 313, ქვემო ქართლი - 97, შიდა ქართლი - 85, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 106, კახეთი - 84, მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 606 საიდანაც: 6 566 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 728 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი, 1 160 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

36 880 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 41 660 ადამიანი.


გუშინ საქართველოში 20 068 ტესტი ჩატარდა.
| Print |