COVID19
სამცხე-ჯავახეთში, კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან 13 დაფიქსირდა ადიგენში, 17 - ასპინძაში, 86 - ახალციხეში, 17 - ახალქალაქში, 34 ბორჯომში, 4 ნინოწმინდაში.

ერთ დღეში გარდაიცვალა სამი პაციენტი, აქედან ერთი ახალციხის, ორი კი ადიგენის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი.

ერთ დღეში რეგიონში გამოჯანმრთელდა 142 პირი.
| Print |