COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 100 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 857 933-ს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 397 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 799 850.

კორონავირუსით გარდაცვალების 67 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 258 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 100 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 658 შემთხვევა, აჭარა - 189, იმერეთი - 675, ქვემო ქართლი - 247, შიდა ქართლი - 401 გურია - 111, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 302, კახეთი - 252, მცხეთა-მთიანეთი - 102, სამცხე-ჯავახეთი - 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 799 საიდანაც: 6 550 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 636 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 368 პირი, 1 127 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

38 122 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 155 ადამიანი.
| Print |