COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 778 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 778 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 63 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 3 234 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 778 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა, აჭარა - 89, იმერეთი - 270, ქვემო ქართლი - 130, შიდა ქართლი - 83, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 119, კახეთი - 66, მცხეთა-მთიანეთი - 36, სამცხე-ჯავახეთი - 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 808 საიდანაც:

6 455 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 611 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 362 პირი, 1 121 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

37 232 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 36 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 509 ადამიანი.

გუშინ საქართველოში 25 855 ტესტი ჩატარდა.
| Print |