COVID19
3562 ინფიცირებული და 63 გარდაცვლილი - 9 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 54 470 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 693 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 777 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად,  გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 562 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 879 368-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.22% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.91%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 145 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 822 108.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 582 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 562 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 566 შემთხვევა, აჭარა - 215, იმერეთი - 602, ქვემო ქართლი - 193, შიდა ქართლი - 300, გურია - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 253, კახეთი - 159, მცხეთა-მთიანეთი - 89, სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 44 652.
| Print |