COVID19
2 784 ინფიცირებული, 53 გარდაცვლილი - კოვიდსტატისტიკა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან თბილისში გამოვლენილია 1 236 შემთხვევა, აჭარა - 215, იმერეთი - 429, ქვემო ქართლი - 137, შიდა ქართლი - 205, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 174, კახეთი - 143, მცხეთა-მთიანეთი - 88, სამცხე-ჯავახეთი - 59, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -21.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 070 პირი.

კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 024 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე 1 106 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 206 პირი.
| Print |