საქართველოში კორონავირუსი 1 296 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 296 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 910 456-ს. ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 600, აჭარა - 122, იმერეთი - 197, ქვემო ქართლი - 85, შიდა ქართლი - 56, გურია - 34, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 64, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 31, სამცხე-ჯავახეთი - 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 127 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 863 076.
გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 116 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე 5 774 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 430 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 314 პირი.
27 393 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 340 ადამიანი.