COVID19
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 73-ით გაიზარდა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 282 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 913 738-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.65%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 263 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 866 339.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 169 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 282 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 378 შემთხვევა, აჭარა - 272, იმერეთი - 532, ქვემო ქართლი - 121, შიდა ქართლი - 256, გურია - 122, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 252, კახეთი -162, მცხეთა-მთიანეთი -76, სამცხე-ჯავახეთი - 73, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -38.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 204 საიდანაც 5 626 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 318 პირი, 27 557 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

| Print |