COVID19
საქართველოში „ომიკრონის“ 24 შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ 24 შემთხვევა გამოვლინდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, დაინფიცირებულთა უმრავლესობა აცრილი იყო.

„საქართველოში დღეს გვაქვს „ომიკრონის“ 24 დადასტურებული შემთხვევა, ყველა არის მსუბუქი ფორმის. ყველა ერთი კლასტერია. გუშინ დადასტურებული 2 შემთხვევის კონტაქტები იქნა გამოკვლეული და ყველას დაუდასტურდა. უმრავლესობა იყო აცრილი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში „ომიკრონის“ პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს.
| Print |