COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსს ერთი პაციენტი ემსხვერპლა
სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირებული 50 ახალი შემთხვევიდან, 16 ადიგენში, 2 ასპინძაში, 13 ახალციხეში, 4 ახალქალაქში, 9 ბორჯომსა და 6 ნინოწმინდაში გამოვლინდა.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 18 217 გახდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გარდაიცვალა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 62 წლის ქალი.

სულ რეგიონში გარდაცვლილთა რაოდენობა 174 გახდა. გამოჯანმრთელდა 47 პაციენტი.

კოვიდ კლინიკაში 147 პირი მკურნალობს. თვითიზოლაციაში იმყოფება 1 124 მოქალაქე.
| Print |