COVID19
„ომიკრონით“ დაავადებულ ადამიანებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 50-70%-ით ნაკლებია
„ომიკრონით“ ინფიცირებულ ადამიანებში ჰოსპიტალიზაციის ალბათობა, სხვა შტამებთან შედარებით, 50-70%-ით ნაკლებია, - ამის შესახებ BBC იუწყება.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტო ამბობს, რომ მონაცემები „გამამხნევებელია“, მაგრამ ამ ვარიანტმა შეიძლება მაინც გამოიწვიოს საავადმყოფოში ადამიანების დიდი რაოდენობა.

კვლევამ, ასევე, აჩვენა რომ „ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინის რეზისტენტობა (მდგრადობა) „ბუსტერ დოზის“ გაკეთებიდან 10 კვირაში სუსტდება.

კვლევის თანახმად, „ომიკრონით“ ინფიცირებულის რეანიმაციაში მოხვედრის ალბათობა 31-45%-ით უფრო ნაკლებია. „ომიკრონით“ ინფიცირებულის ჰოსპიტალში მოხვედრის ალბათობა 50-70%-ით უფრო ნაკლებია.

თუმცა, უფრო მსუბუქმა ვირუსმა შეიძლება მაინც მოახდინოს ზეწოლა საავადმყოფოებზე, რადგან ის ძალიან სწრაფად ვრცელდება.

საქართველოში „ომიკრონის“ შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს.
| Print |