კორონავირუსი კიდევ 2 090 ადამიანს დაუდასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 090 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 76 პაციენტი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 922 707-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 768 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 878 022.
კორონავირუსით გარდაცვალების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 443 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 090 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა, აჭარა - 155, იმერეთი - 309, ქვემო ქართლი - 93, შიდა ქართლი - 115, გურია - 74, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 150, კახეთი -131, მცხეთა-მთიანეთი - 66, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -25.
ამ ეტაპზე 5 157 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 276 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 303 პირი.