COVID19
„ომიკრონის“ შედეგები არასახარბიელო იქნება“ - დევი ტაბიძე
„შტორმი აუცილებლად იქნება და ინფიცირებულთა რიცხვი გაზიარდება“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მეექვსე ტალღა სადღესასწაულო პერიოდის შემდეგ დაიწყება.

„ციფრები, რომლებიც დღეს არსებობს, არის ძალიან არასტაბილური იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ორი სხვადასხვა ტიპის ვირუსის გადახლართვა მოხდება. რეალური შედეგები იქნება სადღაც იანვრის მეორე ნახევარსა და თებერვალში და ეს პერიოდი კიდევ უფრო დამძიმდება.

ამისთვის არის საჭირო მომზადება და დახვედრა ვაქცინაციის იმ დოზით და რაოდენობით, რომელიც ჩვენს მდგომარეობას ცოტათი მაინც შეამსუბუქებს. შტორმი აუცილებლად იქნება და ინფიცირებულთა რიცხვი გაზიარდება, რადგან „ომიკრონი“ ძალიან გადამდებია, მარტივად გადადის და შედეგები იქნება, რა თქმა უნდა, არასახარბიელო“,
- განაცხადა დევი ტაბიძემ.
| Print |