COVID19
ადიგენში კორონავირუსით ერთი პირი გარდაიცვალა
ახალი შემთხვევებიდან სამცხე-ჯავახეთში 46 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 14 ადიგენში, 2 ასპინძაში, 16 ახალციხეში, 5 ახალქალაქში, 8 ბორჯომსა და 1 ნინოწმინდაში. სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 18 430 გახდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის კოვიდ კლინიკებში მკურნალობს 123 პაციენტი.

ერთ დღეში გარდაიცვალა ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 64 წლის მამაკაცი. სულ გარდაცვლილთა რაოდენობა 179-ა.

ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 32 პაციენტი, სულ გამოჯანმრთელებულია 18 166 პირი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 1 311 მოქალაქე.

| Print |