COVID19
საქართველოში კორონავირუსის 943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 032 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 413 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 619 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 943 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 938 583-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 789 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 902 948.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 942 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 943 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 519 შემთხვევა, აჭარა - 91, იმერეთი - 68, ქვემო ქართლი - 125, შიდა ქართლი - 15, გურია - 29, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 40, კახეთი -37, მცხეთა-მთიანეთი -13, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 667 საიდანაც:

4 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 137 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი, 833 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

16 388 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 28 087 ადამიანი.
| Print |