COVID19
საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 148 შემთხვევაა დადასტურებული
საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 148 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„3 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 148 შემთხვევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 590 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 67 პაციენტი.
| Print |