COVID19
საქართველოში „ომიკრონის“ 159 შემთხვევაა დადასტურებული
საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 159 შემთხვევაა დადასტურებული, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 32 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 805 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 945 609-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 906 708 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 041 პაციენტი ემსხვერპლა.

| Print |