COVID19
კორონავირუსის 4 234 ახალი შემთხვევაა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 234 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 2 249 შემთხვევა, აჭარა - 495, იმერეთი - 457, ქვემო ქართლი - 164, შიდა ქართლი - 199, გურია - 147, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 196, კახეთი -158, მცხეთა-მთიანეთი -93, სამცხე-ჯავახეთი -53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.

საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 600 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ერთ დღეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 727 პირი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 128 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე 1 053 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 255 პირი.
| Print |