საქართველოში „ომიკრონის“ 816 შემთხვევაა დადასტურებული
საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 816 შემთხვევაა დადასტურებული, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 31 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 085 პირი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 962 827-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 913 528 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 218 პაციენტი ემსხვერპლა.