COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 58 109 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 115 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 994 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 596 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 973 909-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 946 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 919 367.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 311 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 180 შემთხვევა, აჭარა - 638, იმერეთი - 563, ქვემო ქართლი - 173, შიდა ქართლი - 270, გურია - 135, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 219, კახეთი -184, მცხეთა-მთიანეთი -102, სამცხე-ჯავახეთი - 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 205 საიდანაც: 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 045 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, 1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

33 829 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 83 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 234 ადამიანი.

| Print |