COVID19
სამცხე-ჯავახეთში კოვიდ19-ით ერთი პაციენტი გარდაიცვალა
სამცხე-ჯავახეთში, კორონავირუსის 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აქედან ადიგენი - 9, ასპინძა - 2, ახალციხე - 39, ახალქალაქი - 5, ბორჯომი - 40 და ნინოწმინდა - 4.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდ კლინიკებში 86 პაციენტი მკურნალობს. გარდაიცვალა ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირი.

რეგიონში გარდაცვლილთა რაოდენობა 189 გახდა. ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 23 პირი. თვითიზოლაციაში იმყოფება 548 კონტაქტი.

სულ ინფიცირებულთა რაოდენობამ სამცხე-ჯავახეთში 18 911 შეადგინა.
| Print |