COVID19
საქართველოში კორონავირუსის 5 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 55 474 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 029 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 445 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 326 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 979 235-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 044 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 922 411.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 359 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 326 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 148 შემთხვევა, აჭარა - 563, იმერეთი - 437, ქვემო ქართლი - 176, შიდა ქართლი - 277, გურია - 148, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 226, კახეთი -178, მცხეთა-მთიანეთი -92, სამცხე-ჯავახეთი - 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 42 439 საიდანაც: 4 436 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,მძიმე პაციენტია 1 047 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, 2 075 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

35 928 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი.
| Print |