COVID19
საქართველოში კორონავირუსის 5 381 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 381 ახალი დადასტურებული შემთხვევა.  დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 990 183-ს.

გამოჯანმრთელდა 1 065 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 925 137.

კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 425 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 3 144 შემთხვევა, აჭარა - 557, იმერეთი - 539, ქვემო ქართლი - 191, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 230, კახეთი -173, მცხეთა-მთიანეთი - 101, სამცხე-ჯავახეთი - 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 50 595 საიდანაც 4 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 005 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პირი.

2 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 

44 149 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 53 ადამიანი
.
| Print |