COVID19
საქართველოში „ომიკრონის“ 1 189 შემთხვევაა დადასტურებული
საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 1 189 შემთხვევაა დადასტურებული, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 656 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 32 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 066 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 999 343-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 931 507 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 481 პაციენტი ემსხვერპლა.
| Print |