სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ორ მუნიციპალიტეტში გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 656 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი.
ახალი შემთხვევებიდან 44 სამცხე-ჯავახეთში გამოვლინდა, აქედან ახალციხეში - 12, ადიგენში - 1, ასპინძაში - 1, ახალქალაქში - 3, ბორჯომი - 27.
კოვიდ კლინიკებში 95 პაციენტი მკურნალობს. ერთ დღეში 41 პირი გამოჯანმრთელდა.
თვითიზოლაციაში 619 მოქალაქე იმყოფება.
რეგიონში სულ ვირუსი 19 247 პირს აქვს დადასტურებული.
სამცხე-ჯავახეთში კოვიდს ჯამში 189 პირი ემსხვერპლა.