COVID19
არ დალიოთ ანტიბიოტიკი ექიმისგან დაუკითხავად - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ანტიბიოტიკების გამოყენების შესახებ წერს.

„2019 წელს ანტიმიკრობული რეზისტენტობის გამო მსოფლიოში 1.2 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ეს მონაცემი პანდემიის დროს ანტიბიოტიკების რაციონალური თუ არარაციონალური გამოყენების გამო გაზრდილია სამწუხაროდ.

სტატიაში საქართველოს მონაცემებს თუ დავაკვირდებით ყველა ძირითადი გამომწვევის მიმართ არსებული ანტიბიოტიკების რეზისტენტობა 40-დან 90%-მდე მერყეობს.

არ დალიოთ ანტიბიოტიკი ექიმისგან დაუკითხავად! გამოვიყენოთ ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიული ინფექციის დროს“
, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
| Print |