COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ყველაზე მეტი, 92 შემთხვევა ბორჯომში დაფიქსირდა, ახალციხეში - 32, ადიგენში -16, ახალქალაქში - 14, ასპინძაში - 9 და ნინოწმინდაში - 2.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობას, კორონავირუსისგან სრულად 83 პაციენტი განიკურნა.

ერთ დღე-ღამეში მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 8 767 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი.
| Print |