COVID19
მეუფე დიმიტრი კორონავირუსით გარდაიცვალა

 

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე) დღეს, 23 იანვარს გარდაიცვალა. სასულიერო პირი კორონავირუსით იყო ინფიცირებული და მკურნალობის კურსს ბოჭორიშვილის კლინიკაში გადიოდა. 

ის ხორნაბუჯის ეპარქიას სათავეში 2015 წელს ჩაუდგა, მანამდე კი ჭულეს მონასტრის წინამძღვარი იყო.

ბერად აღიკვეცა 1995 წელს, ერთ წელში დიაკვნად აკურთხეს, 1997 წელს კი მღვდლად. 2013 წლის 11 ოქტომბერს არქიმანდრიტი დიმიტრი გამორჩეულ იქნა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსად. ორ კვირაში კი მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II-მ.

 

| Print |