COVID19
შემდეგი ორი კვირა იქნება გადამწყვეტი - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ წერს.

მისი თქმით, შემთხვევების რაოდენობა იზრდება, თუმცა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იკლებს.

„პანდემიის ეს ტალღა მიდის „სწორი მიმართულებით“, შემთხვევები იზრდება, ხოლო ჰოსპიტალიზაცია არ მიყვება.

შემდეგი ორი კვირა იქნება გადამწყვეტი, ყველას ვთხოვთ ნიღბის ტარებას და ბუსტერ დოზის დამატებას.

დღეს ჩატარებული ტესტების 22% იყო დადებითი, ეს მიუთითებს, რომ შიდა საზოგადოებრივი გადაცემის სერიოზულ ეტაპზე ვართ. ხვალ 10 ათასზე მეტი შემთხვევა იქნება, რამაც არ უნდა შეგვაშინოს!“
, - წერს
| Print |