COVID19
ახალციხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
ახალციხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 72 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამ დრომდე კოვიდ 19-ით რეგიონში ოფიციალურად სულ 190 პირია გარდაცვლილი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ყველაზე მეტი, 60 შემთხვევა ბორჯომში დაფიქსირდა, ახალციხეში - 19, ასპინძაში - 5, ადიგენში - 4, ახალქალაქში - 3 და ნინოწმინდაში - 2.

კორონავირუსის დაფიქსირებიდან დღემდე ოფიციალურად, რეგიონში სულ ვირუსით ინფიცირების 20 253 შემთხვევაა დაფიქსირებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობას, კორონავირუსისგან სრულად 116 პაციენტი განიკურნა, რაც ჯამში 19 258 გამოჯანმრთელებულს შეადგენს.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 109 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა.

თვითიზოლაციაში 624 პირი იმყოფება.

კოვიდ კლინიკაში 113 პაციენტი რჩება.

| Print |