COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5 160 პირი.

გუშინ საქართველოში 74 200 ტესტი ჩატარდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 8 357 შემთხვევა, აჭარა - 1 608, იმერეთი - 1 907, ქვემო ქართლი - 727, შიდა ქართლი - 794, გურია - 290, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 721, კახეთი -626, მცხეთა-მთიანეთი - 376, სამცხე-ჯავახეთი - 282, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -74.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 87 609 საიდანაც: 4 595 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 963 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 283 პირი, 2 064 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

80 950 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 30 ადამიანი.
| Print |