COVID19
„ომიკრონ“ ვარიანტს პოლიეთილენის ზედაპირზე გადარჩენა დაახლოებით 8 დღის განმავლობაში შეუძლია - კვლევა
იაპონელი მეცნიერების ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ „ომიკრონ“ ვარიანტს შეუძლია უფრო მეტხანს გაძლოს ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე.

„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ პლასტმასის და კანის ზედაპირებზე, ალფა, ბეტა, დელტა და „ომიკრონის“ ვარიანტებმა აჩვენეს ორჯერ მეტი გადარჩენის დრო, ვიდრე ვუჰანის შტამმა და ინარჩუნებდნენ ინფექციურობას კანის ზედაპირებზე 16 საათზე მეტი ხნის განმავლობაში“, - აცხადებენ მკვლევარები.

პლასტმასის ზედაპირებზე, ორიგინალური შტამისა და ალფა, ბეტა, გამა და დელტა ვარიანტების გადარჩენის საშუალო დრო იყო 56 საათი, 191.3 საათი, 156.6 საათი, 59.3 საათი და 114 საათი.

იაპონელი მეცნიერები აცხადებენ, რომ „ომიკრონ“ შტამს ადამიანის კანზე გადარჩენა 21 საათის განმავლობაში შეუძლია.

„ომიკრონ“ ვარიანტს პოლიეთილენის ზედაპირზე გადარჩენა 193 საათის, დაახლოებით 8 დღის განმავლობაში შეუძლია.

„ამ კვლევამ აჩვენა, რომ „ომიკრონის“ ვარიანტს, აქვს ყველაზე მაღალი ეკოლოგიური სტაბილურობა VOC-ებს შორის, ეს მაღალი სტაბილურობა შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც საშუალება მისცა „ომიკრონ“ ვარიანტს შეცვალოს დელტას ვარიანტი და სწრაფად გავრცელდეს“, - აცხადებენ კვლევის ავტორები.

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) თანახმად, ომიკრონი გავრცელდა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში და გახდა წევრი ქვეყნების უმრავლესობაში დომინანტური ვარიანტი.
| Print |