COVID19
დაახლოებით, 90 პროცენტში დაავადება ჩაივლის სიმპტომების გარეშე - ამირან გამყრელიძე
“დაახლოებით, 90 პროცენტში დაავადება ჩაივლის სიმპტომების გარეშე ან მცირე სიმპტომებით. რაც მთავარია, იყავით მშვიდად“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 1 600 შემთხვევაა დადასტურებული და აქედან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 1%-ს, 16 ადამიანს დასჭირდა.

„1 600 შემთხვევიდან მხოლოდ 16-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, იქიდან 13 სწრაფად გაეწერა, მაგრამ ამან არ უნდა დაგვამშვიდოს, განსაკუთრებით – ის ჯგუფები, სადაც მომატებული რისკია. „ომიკრონის“ შემთხვევაში ინფიცირებულია ძირითადად ახალგაზრდა ასაკის ადამიანები, მაგრამ ინფიცირების ზრდასთან ერთად, შესაძლოა, გადავადდეს უფრო მოზრდილ ასაკზეც“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

| Print |